მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, თვალსაჩინო ქართველი ეთნოლოგების, ისტორიკოსების, ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეების, ხელოვნებათმცოდნეების მიერ ათწლეულების მანძილზე ჩატარებული კვლევა-ძიებების შედეგების კონტექსტში ეზიაროს, აიმაღლოს ეროვნული იდენტობის, თვითშეგნების, პასუხისმგებლობის სულისკვეთება, რასაც დღეს გლობალიზაციის შეუქცევად პირობებში სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.