„XVI-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა აღმოსავლური და დასავლური კულტურულ-ლიტერატურული პროცესების გზაშესაყარზე“ წარმოადგენს ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის საეტაპო მნიშვნელობის მქონე ეპოქის, XVI-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობის გააზრების მცდელობას ახალ რაკურსში – კულტურათაშორისი დიალოგის, კონცეპტუალური, სტრუქტურული და სტილისტური გადაკვეთებისა და წინააღმდეგობების ჭრილში.