ნაშრომი წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოცემულ (1994 წ.) პირველ სრულ ისტორიას ანტიკური ხანის საქართველოს შესახებ. იგი მომზადებულია ათწლეულების მანძილზე საქართველოში ჩატარებული მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოების შედეგების საფუძველზე. წიგნი ემსახურება ძველი საქართველოს ისტორიის წარმოჩენას მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე და წარმოადგენს დასავლეთის მეცნიერებისათვის ნაკლებად შესწავლილი რეგიონის ისტორიას.