დიურკემის თხზულებაში სრულიად ახლებურადაა წარმოდგენილი ისეთი არსებითი ცნებები, როგორიცაა: სოციალური სახე, სოციალური ნორმები და ღირებულებები, სოციალური მდგომარეობა. მან შეიმუშავა სოციოლოგიური, ყოველგვარი ფილოსოფიისაგან დამოუკიდებელი მეთოდი, რომელიც სოციალური მოვლენების მიმართ მხოლოდ მიზეზობრიობის პრინციპის გამოყენებას ითხოვს.