რომანი ერთ დროს მდიდარი ოჯახის ისტორიას მოგითხრობთ. პინტორის გვარის სამი ქალბატონის მძიმე და ტკივილებით სავსე ამბები მთელი სოფლის დაცემის და დაკნინების ანარეკლია. ამ ყოველივეს კი, მწერალი პოეტურად, ლირიზმით სავსე ფერებით ჰყვება, თანაც ისე, რომ მკითხველს სევდიანი განწყობის მიუხედავად, პესიმიზმი მაინც არ ეუფლება.