წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანს წარმოადგენს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე პასუხისმგებელ მასწავლებელთა ხელშეწყობა. მასში განხილულია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების ძირითადი, საკვანძო საკითხები, მათ შორის, დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციები, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანი უფლებათა შესახებ სწავლების მიზნები და ძირითადი პრინციპები და, ასევე, სკოლის ზოგადი მიდგომა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლებისადმი.