ულრიხ ბეკის "რა არის გლობალიზაცია?" იმით არის საინტერესო, რომ ავტორი, რომელიც შესანიშნავად აცნობიერებს გლობალიზაციის გარდუვალობას, ამავე დროს ცდილობს იპოვოს მასში ქვეყნის უნიკალობის შენარჩუნების რესურსი. ასეთ ძიებას გლობალიზაციის რეფლექსია ემოციურიდან რაციონალურ სიბრტყეში გადაჰყავს, რაც უაღრესად საჭიროა ჩვენთვის. წიგნის კითხვის დროს ხშირად გაგიჩნდებათ განცდა, რომ ავტორი დღევანდელი საქართველოს პრობლემებზე ლაპარაკობს.