წიგნის პირველ ნაწილში ”წარმოსახვა და ისტორია” ავტორი გვიამბობს 1870 წლის ომის წაგებისა და პოლიტიკური მღელვარების შესახებ; დაპყრობილ ქვეყანაზე,ელზასის დაკარგვაზე, პარიზის ალყაზე, კომუნაზე, შელახულ სიამაყეზე. დიდება და ბოროტება აცოცხლებს კლასიკად ქცეულ მოთხრობებს, როგორებიცაა ”მედროშე”, ”ბოლო გაკვეთილი”, ”ჯაშუში ბავშვი”. იუმორი ჭარბობს მეორე ნაწილში ”ჭირვეულობა და მოგონებანი”. სიმარტივე, დახვეწილობა, ემოცია, პოეზია, ჭეშმარიტება, ამ წიგნში გადმოცემული მოთხრობების მთავარი ღირებულებებია, რომლებმაც სხვა ნაწარმოებებთან ერთად ალფონს დოდე მე-20-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ მწერლად აქცია.