,,წიგნში დასმული ბევრი პრობლემა, ავტორის იმედისა და მოლოდინის საპირისპიროდ, კვლავაც გადაუჭრელი რჩება და არც იმის სიმპტომები ჩანს, რომ ახლო მომავალში შესაძლებლად გვესახებოდეს თუნდაც ერთ-ერთის გადაჭრა. დღევანდელი სინამდვილე არანაკლებ აპოკალიპტურია, ვიდრე ამ წიგნის დაწერისას იყო. მომავლის პერსპექტივა მსოფლიო ისტორიის მთელ მანძილზე იშვიათად თუ ყოფილა უფრო პირქუში. ამ კოშმარის ყველაზე ტრაგიკულ მომენტად ბერდიაევს სავსებით სამართლიანად ესახება მაღალი კულტურის ხვედრი სულისშემხუთველ სინამდვილეში, სადაც ერთპიროვნულად მბრძანებლობს ბესტიალური პრაგმატიზმი".