ფრანგი ისტორიკოსი ჟორჟ დიუბი მოგვითხრობს XI-XIII საუკუნეებში ეკლესიის მესვეურთა მიერ დამკვიდრებული ქორწინების ინსტიტუტის შესახებ, რომლის საშუალებითაც კლერიკალები საერო პირთა ცოლქმრულ კელიებში გამოკეტვაზე, მათ გაკონტროლებაზე ოცნებობდნენ. ამისათვის სასულიერო წოდება მმართველი კლასის წინააღმდეგ ხანგრძლივ ბრძოლას აწარმოებდა. მეომრები მხოლოდ XII საუკუნის ბოლოს შეურიგდნენ ქორწინების ინსტიტუტს, რათა საზოგადოებრივი წესრიგი არ დარღვეულიყო.