წიგნი გვიჩვენებს რელიგიის რადიკალიზაციის და გლობალური სოციალური და პოლიტიკური ქარტეხილების დამანგრეველ ზემოქმედებას ადამიანის, ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მაგალითზე. მიუხედავად იმ ტრაგიზმისა, რაც წიგნის ყველა სტროფს წითელ ხაზად გასდევს, მოთხრობის მთავარი გმირი, მისი უდრეკი ხასიათი და სიცოცხლის სიყვარულით ნასაზრდოები ოპტიმიზმი, მკითხველს თავისდაუნებურად უსახავს უკეთესი მომავლის იმედსა და ცხოვრების მიმართ რწმენას.