“რჩეული ფილოსოფიური თხზულებანის“ მეექვსე ტომში დაბეჭდილია კ. ბაქრაძის უკანასკნელი ნაშრომი „ახალი ფილოსოფიის ისტორია“, რომელშიც ძირითადად განხილულია ფილოსოფიურ მიმართულებათა გნოსეოლოგიური და ონტოლოგიური პრობლემები. ეთიკისა და ესთეტიკის საკითხები მოკლედ არის გარჩეული, ვინაიდან მათი დაწვრილებითი ანალიზი სცილდება შრომის მიზანს.