არისტოტელეს „პოეტიკა“ ფილოსოფიურ-ესთეტიკური აზროვნების ერთ-ერთი პირველი ძეგლია კაცობრიობის ისტორიაში. შესავალ ნაწილში მთარგმნელსა და კომენტარების ავტორს მკითხველი შეჰყავს ბერძნული ფილოსოფიური აზროვნების სამყაროში და ამ ბაზაზე აჩვენებს არისტოტელესა და მისი „პოეტიკის“ მნიშვნელობას, მისი და შემდეგ დროინდელი ბერძნული თუ მსოფლიო ფილოსოფიურ-ესთეტიკური და მხატვრული აზროვნების ისტორიაში.