„ქართლის ცხოვრების” ადაპტირებული ტექსტის II წიგნში შედის ჯუანშერისა და ლეონტი მროველის თხზულებები: „ცხოვრება ვახტანგ გორგასლის” და „წამება წმინდისა არჩილისა”. ტექსტი, შინაარსობრივად, არ შემოკლებულა. ადაპტაცია შეეხო მხოლოდ ენობრივ მხარეს. ტექსტი მაქსიმალურად მიახლოებულია თანამედროვე ქართულთან, თუმცა ნაწილობრივ შენარჩუნებულია ძველი ქართულის ლექსიკა და სტილისტური თავისებურებები.