პროფესორ სტივენ ჯონსის 2012 წელს გამოცემული წიგნი „საქართველო - პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომი წლების, პოლიტიკური ისტორიის ძალზედ საინტერესო, სინთეზური ანალიზია, რომელშიც გამოყენებულია ადგილობრივი და საერთაშორისო რესურსები, ასზე მეტი პირადი ინტერვიუ მინისტრებთან, პრეზიდენტებთან, ელჩებთან, ქვეყნის მართვისა და განვითარების პროცესებში მონაწილე წამყვან პოლიტიკურ პირებთან. წიგნი მოიცავს ქვეყანაში მიმდინარე სამუშაო პოლიტიკური პროცესების, ამომრჩეველთა ქცევის, სახალხო მოძრაობებისა და სოციალური ორგანიზაციების შესახებ ანალიზსს.