წინამდებარე ნაშრომი არის შემოკლებული და განახლებული ვერსია ძალიან პოპულარული წიგნის – „დემოკრატიის გამოწვევა: ხელისუფლება ამერიკაში“ – მესამე გამოცემისა. წიგნის თეორიული მონახაზი სტუდენტებს საშუალებას აძლევს მოისმინონ შესავალი კურსი ამერიკის ხელისუფლების შესახებ. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ წიგნი საშუალებას აძლევს მკითხველს კრიტიკულად გაიაზროს ის რთული არჩევანი, რომლის წინაშეც დგას ამერიკელი ამომრჩეველი და, უფრო ფართოდ, ამერიკის ყველა მოქალაქე.