ტორე ბიორგოს წიგნი „დანაშაულის პრევენცია. ყოვლისმომცველი მიდგომა“ – ბრწყინვალე შესაძლებლობაა ქართველი მეცნიერებისა და პრაქტიკოსი სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებისთვის გაეცნონ დანაშაულის პრევენციის იმ განსაკუთრებულ მიდგომას, რომელსაც ავტორი გვთავაზობს. კერძოდ, ავტორი მიუთითებს დანაშაულის პრევენციის კლასიკური სამსაფეხურიანი მოდელისგან განსხვავებულ, ინტეგრირებულ მოდელზე, რომელიც ცხრა პრევენციულ მექანიზმს ეფუძნება.