ალექსანდრე სოლჟენიცინმა ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა ბანაკებში, გულაგში გაატარა. სწორედ ეს დრო იქცა მისი შემოქმედების ინსპირატორად. კრებულში რუსი ნობელიანტი მწერლის რამდენიმე მოთხრობაა თავმოყრილი. მათში გულაგში არსებულ სისასტიკეზე, თავისუფლებააყრილი ადამიანის სულიერ ვნებებზე, მარცხისა და გამარჯვების სუბსტანციებზე მოგვითხრობს მწერალი.