წიგნი აშუქებს ძველი შუამდინარეთის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდს, რომელიც, დაკავშირებულია ასურეთის მეფის ასურბანიფალის (ძვ. წ. 669–633 წწ.) სახელთან. მას საფუძვლად დაედო ამავე მეფის „თიხის წიგნების“ ბიბლიოთეკის – მსოფლიოში უძველესი წიგნთსაცავის – აღმოჩენის საინტერესო ისტორია. მკითხველი გაეცნობა ძველი აღმოსავლეთის ხალხების ბაბილონელების, შუმერების, აქადელების, ელამელების, ასურელებისა და სხვათა ყოფა-ცხოვრებასა და ზნე-ჩვეულებებს, მეცნიერებასა და ხელოვნებას, ენასა და დამწერლობას, კანონებსა და სარწმუნოებას.