კრებულში წარმოდგენილი სხვადასხვა დროს დაწერილი სტატიები ქართული მეცნიერების ერთგვარი ისტორიაცაა და მასში დასმული პრობლემების თვალსაზრისით აქტუალურიც. ვ.გაბაშვილი, ივ.ჯავახიშვილის სამეცნიერო სკოლის წარმომადგენელი, და ერთ დროს მისი ასპირანტი, დიდი მეცნიერის მომავალ მკვლევრებთან სემინარული მუშაობის მეთოდებს აღწერს. სტატიების ქრონოლოგია X-XVIIსს. მოიცავს და ეხება ახლო აღმოსავლეთის, საქართველოსა და კავკასიის არაერთ საკითხს თბილისის მმართველობა (X–XIსს), X-XII სს. საქართველოს კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებთან (ეგვიპტე სპარსეთი,თურქეთი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სოციალური მოძრაობები და სოციალური ტერმინოლოგია (IXXIIIსს), აღმოსავლური ფეოდალიზმის გენეზისის პრობლემა. მეცნიერს დაზუსტებული აქვს ქართული წყაროების „რომ გურის,” მნიშვნელობა, იოსებ ქართველის ვინაობა. მოცემული აქვს აღმოსავლური კულტურის პერიოდიზაციის ცდა. ვ. გაბაშვილს მოხმობილი აქვს ახალი მასალები (ევროპული) ტყვის სყიდვის პრობლემების დასმისა და გადაწყვეტისას. XVI-XVIIსს. წარმოდგენილია ქართული და აღმოსავლური დიპლომატიით, ანტიოსმალური კოალიციებით ვ. გაბაშვილს გარკვეული აქვს ირანში მოღვაწე უნდილაძეთა ფეოდალური საგვარეულოს (XVI-XVIIსს) წარმოშობა და საქართველოსადმი დამოკიდებულება. მას მხატვრული და ჰაგიოგრაფიული ძეგლები („შუშანიკის წამება,” ათონური ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა, „ვეფხისტყაოსანი”) შესწავლილი აქვს, როგორც წყარო საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური ეკონომიკური და კულტურის ისტორიისათვის.