ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

დიდი საჭადრაკო დაფა

გამოცემის წელი2014
გამომცემლობაარტანუჯი

თანამედროვე პოლიტოლოგიის კლასიკოსმა, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ თავისი ნაშრომი – „დიდი საჭადრაკო დაფა“, ანუ აშშ-ს ბატონობა და მისი გეოსტრატეგიული იმპერატივები – გამოაქვეყნა 1997 წელს. წიგნი მაშინვე მსოფლიო ბესტსელერად იქცა. წიგნის მიზანია ევრაზიის კონტინენტზე აშშ-ს ბატონობის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნების დასაბუთება და იმ ქვეყნების პოლიტიკური ქცევის შესწავლა, რომელთაგან ერთი ან რამდენიმე, კოალიციის სახით შეიძლება წინ აღუდგეს მის ბატონობას კონტინენტზე. წიგნი აღსავსეა რეკომენდაციებით აშშ-ს მთავრობისადმი, რჩევებით, თუ როგორ უნდა შეძლოს იქ ყოფნა და „დიდ საჭადრაკო დაფაზე“ – ევრაზიაზე "საჭადრაკო სვლების“ – პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მანევრების განხორციელება.