ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

დუალობა არასკალარული ოპტიმიზაციის ამოცანებში

მრავალკრიტერიული (ვექტორული) და ზოგადად არასკალარული ოპტიმიზაციის თეორიაში დუალობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ეს იმ გარემოებითაა გამოწვეული, რომ შესაძლებელია მასზე დაფუძნებული ამოცანის ამოხსნის ეფექტური ალგორითმების, პროცედურებისა და მეთოდების აგება. მონოგრაფიაში ვითარდება დუალობის თეორია ვექტორული ოპტიმიზაციის ამოცანებისათვის არასასრულგანზომილებიან სივრცეებში. მონოგრაფიის დასაწყისში განხილულია კლასიკური მრავალკრიტერიული ამოცანები სასრულგანზომილებიან სივრცეებში. მოყვანილია რიგი ცნობილი, უკვე კლასიკურად ქცეული დებულებები და შედეგები ზოგადი ხასიათის ამოცანისათვის. მეორე ნაწილში კი პირველადაა ფორმალიზებული დუალური ამოცანები არასასრულგანზომილებიან სივრცეებში და დადგენილია მათი სხვადასხვა მნიშვნელოვანი თვისებები.