„ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან” წარმოადგენს კოლექტიურ ნაშრომს, რომლის შედგენაში მონაწილეობდნენ სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის წევრები და ყოფილი ასპირანტები. მას საფუძვლად დაედო უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს წაკითხული ლექციების კურსი მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, ცალკეული გამოკვლევები და საკანდიდატო დისერტაციები.