წარმატებული ლიდერობა წარმოუდგენელია მენეჯმენტის თეორიისა და პრაქტიკის საფუძვლიანი ფლობის გარეშე. ეკონომიკური ინტეგრაციის გლობალური პროცესები მოითხოვს მენეჯმენტის ორგანიზაციას საერთაშორისო სტანდარტების დონეზე, შესაბამისი ორგანიზაციული კულტურის ფორმირებასა და განვითარებას. მენეჯმენტის თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით იზრდება ცოდნის, გამოცდილების, ინფორმაციისა და მოწინავე იდეების ურთიერთგაცვლის როლი. სახელმძღვანელოს ,,მენეჯმენტის საფუძვლები” გაცნობა გამოადგება როგორც პრაქტიკოს მენეჯერებს, ასევე სასარგებლო იქნება დაინტერესებული მკითხველისათვის.