წიგნში წარმოდგენილი ავტორები და თემები ასახავენ იუბილარის როგორც სამეცნიერო მოღვაწეობის, აგრეთვე მისი ადამიანური ურთიერთობების დიაპაზონს. სტუდენტები და კოლეგები საქართველოდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან გამოთქვამენ თავიანთ აზრებს სამოქალაქო და ეკონომიკური სამართლის, საერთაშორისო, კერძო სამართლისა თუ არამატერიალურ ფასეულობათა სამართლის შესახებ, საჯარო თუ საპროცესო სამართალთან დაკავშირებით.