წიგნში გამოვლენილია თურქულენოვან ხალხებთან საუკუნეთა განმავლობაში პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობათა შედეგად ქართველურ ანთროპონიმიაში დადასტურებული თურქული წარმომავლობის ერთეულები. აღწერილია ნასესხობათა დამკვიდრების თანმხლები ფონეტიკურ-ფონოლოგიური პროცესები. გაანალიზებულია თურქულ სიტყვაფორმათა ჯგუფები, მოძიებული მასალა სემანტიკურ მიკროველებშია დაჯგუფებული. გათვალისწინებულია ონომასტიკურ პროცესთა განვითარების სხვადასხვა ეტაპები; ადამიანთა სახელდების ზოგადი ტენდენციების იზომორფულობის ფონზე ფორმულირებულია უნივერსალიები. ნაშრომს ერთვის ნასესხებ ანთროპონიმთა ლექსიკონი და საძიებელი.