წიგნში გამოქვეყნებულია ლენინგორის რაიონის სოფელ ყანჩაეთში აღმოჩენილი მდიდრული სამარხის ინვენტარი, რომელიც თავისი ხასიათით ახლოს დგას ცნობილ ახალგორის განძთან და ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნით თარიღდება. ნაშრომში აღძრულ საკითხებს გარკვეული მნიშვნელობა აქვს საქართველოში სახელმწიფოს წარმოშობის ისტორიის შესწავლისათვის. იგი განკუთვნილია როგორც სპეციალისტ არქეოლოგებისა და ისტორიკოსებისათვის, ისე ფართო საზოგადოებისათოვის.