ეს წიგნი გაგვაცნობს სამკაულს, რომელსაც ქალი ატარებდა საქართველოში ქვის ხანიდან ჩვენს დრომდე. ამ სამკაულის უდიდესი ნაწილი დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზეა შექმნილი, ნაწილი კი უცხოური ნაწარმია. მაგრამ ერთიც და მეორეც, ქართველი ქალის ნაქონია და მისი გემოვნების განვითარების ეტაპებს ასახავს.