„აკადემიური წერის“ სახელმძღვანელოს მეორე ნაწილში ქართული ლიტერატურის ძეგლებია წარმოჩენილი. წიგნი შეიქმნა სტუდენტთათვის, რათა უზრუნველად მოიპოვონ საკითხავი მასალა და ადვილად გაართვან თავი მიცემულ დავალებებს. აქ განთავსებული ქმნილებების შესწავლა მოხდება თითოეულ ახალნასწავლ სტრატეგიაზე დაყრდნობით, დაცულია დავალებების მოცულობისა და სირთულის თანაფარდობაც. წიგნის ყოველ ნაწილს ერთვის თეორიული ცოდნის გათვალისწინებით დაგეგმილი და მეთოდურად გამართლებული პრაქტიკული სავარჯიშო.