წიგნში წარმოდგენილია ძველი კოლხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულის „ვანის ქვეყნის” არქეოლოგიური და ისტორიულ-გეოგრაფიული კვლევის შედეგები: ციხესულორის ნაციხარის, საყანჩიას ველზე ახალაღმოჩენილი ნაქალაქარის, მთისძირისა და დაბლაგომის არქეოლოგიური გათხრების მეცნიერულ-დოკუმენტური ანგარიშები.