„მცხეთა“ სერიის VI ტომში ქვეყნდება სამთავროს სამაროვანზე 1938-1940 წწ. გათხრილი გვიანბრინჯაოს ხანის ბოლო საფეხურისა და ადრერკინის პერიოდის (XI-VI სს.) სამარხეული კომპლექსები. ასევე კამარახევის სამაროვანზე 1976-1977 წწ. გათხრილი, ძვ. წ. IV-III სს სამარხეული კომპლექსების კატალოგი და მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის 9 დამოუკიდებელ უბანზე გამოვლენილი ძეგლები.