ნაშრომში დეტალურად არის გაანალიზებული დანაშაულში თანამონაწილეობის ბუნებისა და დასჯადობის საფუძვლის შესახებ ლიტერატურაში ჩამოყალიბებული თეორიული მიმართულებები. დახასიათებულია დანაშაულში დახმარების კონკრეტული ფორმები და სახეები. დადგენილია ის კრიტერიუმები, რომლის მეშვეობითაც, თანამონაწილის ეს სახე, უნდა გაიმიჯნოს სხვა თანამონაწილეებისაგან ან კიდევ დანაშაულის შემხებლობის ცალკეული კატეგორიებისაგან.