წიგნი ეძღვნება ძველი ქართული საგვარეულო მატიანეების სუმბატ დავითის ძის თხზულებისა და „ძეგლი ერისთავთას“ წყაროთმცოდნეობით შესწავლას. განხილულია აღნიშნული მატიანეების წყაროთმცოდნეობითი კრიტიკის აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოციალური, პოლიტიკური და სამოხელეო წყობილების შესასწავლად „ძეგლი ერისთავთას“ ცნობების მნიშვნელობის წარმოჩენას. წიგნი განკუთვნილია ისტორიკოსების და ძველი ქართული საისტორიო მწერლობით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.