წიგნი „სალიტერატურო ენა და მწერლობა“ ორი განყოფილებისაგან შედგება. პირველი ნაწილი შეიცავს ნარკვევებს ქართულ სალიტერატურო ენასა და სტილზე, მეორე განყოფილებაში წარმოდგენილი წერილები ეხება კონკრეტულ ტექსტოლოგიურ საკითხებს და წიგნის პირველ ნაწილთან დაკავშირებულია იმდენად, რამდენადაც ენობრივ-სტილისტური ანალიზის გარეშე ტექსტოლოგიური კვლევა-ძიება შეუძლებელია.