,,წარმოდგენილ წიგნს საფუძვლად დაედო ავტორის მიერ თანამედროვე ქართული ენის სინტაქსში წლების მანძილზე წაკითხული ლექციების კურსი. მასში საკითხების თანამიმდევრობა, ანალიზის ძირითადი მიმართულება და ტერმინოლოგია მეტწილად ემყარება აკ. შანიძის სასკოლო სახელმძღვანელოებსა და ლ. კვაჭაძის „თანამედროვე ქართული ენის სინტაქსს“. აქვე საკმაო სისრულითაა წარმოდგენილი თანამედროვე ლინგვისტური კვლევის შედეგები, გამოკვეთილია სინტაქსური მოვლენების ახლებური, ტრადიციულისგან განსხვავებული, კვალიფიკაცია ავტორისეული შეფასებით".