,,ტექსტები თემატურად მრავალფეროვანია და საგულისხმოა რამდენიმე თვალსაზრისით: ლინგვისტი დიალექტოლოგისათვის ესაა უმნიშვნელოვანესი და საიმედო წყარო ქართული ენის მესხური დიალექტის ენობრივ თავისებურებათა წარმოსაჩენად, ამ ტერიტორიაზე თანამედროვე ქართული ენის სივრცითი განფენილობის ამსახველი დიასისტემის ელემენტების დასაფიქსირებლად; ეთნოლოგიას იგი აწვდის უძვირფასეს მასალას ამ კუთხის ხალხური ყოფიერების – სოციალური მიმართებების, საქორწინო ტრადიციების, სამეურნეო შრომა-საქმიანობის, სახალხო რელიგიური დღესასწაულების, გენეტიკური და ხელოვნური ნათესაური კავშირების (რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა აქ ხალხის სარწმუნოებრივი ერთიანობის დარღვევის შემდეგ), სახალხო ზნე–ჩვეულებების და სხვათა შესახებ, არანაკლებ საინტერესო მასალას ნახავს ამ ტექსტებში ფოლკლორისტი – ხალხური ზეპირსიტყვიერებით დაინტერესებული მკვლევარი და, ბოლოს, ისტორიკოსისათვის ეს ის წყაროა, რომელსაც იგი ისტორიოგრაფიულ ლიტერატურასა და დოკუმენტებში ვერსად პოვებს" – გიორგი ცოცანიძე.