ნაშრომში განხილულია ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოში მოსახლე ტომების ცხოვრებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი გარდაქმნების პროცესი არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე. ფართო ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით გაშუქებულია იმ დროის საზოგადოების ეკონომიკური განვითარების, კულტურული დონის, გარე სამყაროსთან ურთიერთობის, ეთნიკური ხასიათის ძვრების და სხვა საკითხები.