წინამდებარე მონოგრაფია ინტერდისციპლინური ხასიათის ნაშრომია. კვლევა განხორციელდა აღწერით-სტატისტიკური, კომპარატივისტული, დისტრიბუციული განაწილებისა და სუბსტიტუციის მეთოდების გამოყენებით. მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია სპეციალისტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ: ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, ქართველურ ენათა ტიპოლოგია ისტორიულ-შედარებითი პროცესებისა და ენობრივი მსოფლხედვის გათვალისწინებით. ნაშრომის თეორიულ და პრაქტიკულ ღირებულებებს განსაზღვრავს მისი გამოყენება სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით.