სახელმძღვანელოში – „უახლესი ქართული მხატვრული კინო“ – ასახულია ის პროცესები, ტენდენციები და მიმართულებები, რომლებიც ახასიათებს ქართულ კინოს – საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ – XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღევანდელობამდე, 2018 წლის ჩათვლით. „უახლესი ქართული მხატვრული კინო“ აწყობილია დამოუკიდებლობის პერიოდის ქართული კინემატოგრაფის ძირითადი ეტაპებისა და თითოეული ეტაპისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი საკითხების მიხედვით.