ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა

,,ბატონი კორნელი დანელიას დიდი სურვილი იყო მეგრულ-ჭანური ენის სახელმძღვანელოს შექმნა და გამოცემა. მუშაობდა კიდეც მასზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ სურვილი ვერ აისრულა. ჩვენ, მისმა ქალიშვილმა და მოწაფეებმა, შევძელით ბატონი კორნელის ოცნების ხორცშესხმა და შევადგინეთ წინამდებარე წიგნის პირველი, აკადემიური ნაწილი, რომელსაც „კოლხური ენა“ ჰქვია, ვინაიდან ბატონი კორნელი სწორედ ამ ტერმინს ანიჭებდა უპირატესობას ,,მეგრულ-ჭანურთან“ და „ზანურთან“ შედარებით. წიგნის მეორე ნაწილი მეგრულის პრაქტიკული სახელმძღვანელოა, ტექსტებითა და სავარჯიშოებით" – რუსუდან ამირეჯიბი-მალენი.