,,ონომასტიკის (საკუთარი სახელების – ტოპონიმების, ჰიდრონიმების, ანთროპონიმების, ზოონიმების, კოსმონიმების და სხვათა შესწავლა) საკითხებით დაინტერესება თანამედროვე მსოფლიოში და, კერძოდ, საქართველოში, ნაკარნახევია მისი აქტუალობით. ტოპონიმებში შემონახული უძველესი და უძვირფასესი ინფორმაცია დიდ დახმარებას უწევს ენათმეცნიერებს, ისტორიკოსებს, გეოგრაფ-გეოლოგებს, არქეოლოგებს, ეთნოგრაფებს, ბიოლოგებს და სხვებს. ონომასტიკის კანონების არცოდნის შემთხვევაში ონიმებით სარგებლობამ კი ბევრი მეცნიერი მიიყვანა მცდარ დასკვნებამდე".