ქართული ისტორიოგრაფია ვალშია შესანიშნავი ისტორიკოსების – სულხან ბარათაშვილისა (1821-1866 წწ.) და ნიკოლოზ ხიზანაშვილის (ურბნელი 1851-1906 წწ.) წინაშე. წინამდებარე ნაშრომში ნაჩვენებია მათი დამსახურება ქართული საისტორიო მეცნიერების განვითარების საქმეში. იგი ხელს შეუწყობს XIX საუკუნის ქართული ისტორიული აზროვნების განვითარების სრულყოფილ წარმოჩენას.