სალექსიკონო ერთეულად ანბანის რიგზე გატანილია როგორც სწორი, ისე მცდარი სიტყვაფორმა შესაბამისი მითითებით. ლექსიკონი სრული არ არის, მაგრამ ყველა ერთეული შერჩეულია გამოყენების შედარებით მაღალი სიხშირის მიხედვით. ხშირი ენობრივი შეცდომებიდან ლექსიკონში შესულია ორთოგრაფიული, მორფოლოგიური, სინტაქსური და სტილისტიკური შეცდომები. პუნქტუაციის საკითხები ლექსიკონში ასახული არ არის.