ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფსიქოლოგიური და სამართლებრივი საკითხები და საერთაშორისო სტანდარტები

სამართალდამცველ სისტემაში მოხვედრილი ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვა, მისდამი განსაკუთრებული მიდგომა, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს არასრულწლოვანის ფსიქო-სოციალურ თუ პიროვნულ განვითარებას, ასევე, სამომავლოდ საზოგადოების ჯანსაღ და სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამიტომაც,საერთაშორისო კანონმდებლობა ამ საკითხებს განსაკუთრებულ პრიორიტეტად მიიჩნევს და აღიარებს პროცესში ეფექტიანი ღონისძიებების აუცილებლობას. სამართალდამცველ სისტემაში მოხვედრილი არასრულწლოვანის მხარდაჭერა და მასთან მუშაობის სტანდარტთა გაუმჯობესება გაზრდის ბავშვის მონაწილეობას სამართალწარმოებაში, მიუხედავად იმისა, რა ასაკში, ან რა მიზეზით/როლით მოხვდა ამ სისტემაში.