ნაშრომში გამუქებულია ამიერკავკასიის გერმანელ კოლონისტთა ისტორიის საკითხები: კოლონიების დაარსება და ისტორიული განვითარება, კოლონიების სოციალურ-ეკონომიური განვითარება (ადმინისტრაციული წყობა, მიწათმფლობელობა და სასოფლო სამეურნეო საქმიანობა, ხელოსნური წარმოება, ვაჭრობა, სასწავლებლები, საზოგადოებრივი დაწესებულებები და ორგანიზაციები, კოლონიების მოკლე ეთნოგრაფიული ნარკვევი), კოლონისტების ურთიერთობა გერმანიასთან. ამიერკავკასიის გერმანელი კოლონისტები პირველი მსოფლიო ომისა და ინტერვენციის წლებში.