მკვლევრის II წიგნი იწყება ჯავახეთის ისტორიული სოფლის – აბის შესახებ არსებული საცნობარო სტატიით და წყდება მიკროტოპონიმ იწრიების, იწრიების მამულის ქართლში „სახნავ-სათესი მინდვრების“ სახელისა და დუშეთთან ახლოს, სოფ. ჯავახიანთკარის სამხრეთ-აღმოსავლეთით (ისტორიულად, 1781 წ. არაგვის ხეობის ბარის აღწერების მასალით), აფხავსა და ბოდორნას შორის დასახელებული სოფლის, იწრის სახელწოდებას შორის შესაძლო ეტიმოლოგიური კავშირის მინიშნებით.