ნაშრომი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში - ქიზიყში ქორწინებისა და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებების ეთნოგრაფიულად შესწავლის პირველ ცდას. მარქსისტულ-ლენინური მეთოდოლოგიის საფუძველზე ავტორი იყენებს ისტორიულ ლიტერატურულ მასალებს და პირადად ადგილზე ჩაწერილ ფოლკლორულ, ეთნოგრაფიულ მონაცემებს.