წიგნი შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი ნაწილი ეთმობა საქართველოს ტერიტორიის ბუნებრივი პირობების ზოგად დახასიათებას, ლანდშაფტის ძირითადი კომპონენტების (გეოლოგიური აღნაგობის რელიეფის, ჰავის ჰიდროგრაფიული ქსელის, ნიადაგების, მცენარეულობის, ცხოველთა სამყაროს) მიხედვით. მეორე ნაწილი წარმოადგენს იმავე ტერიტორიის კომპლექსურ აღწერილობას გეოგრაფიული ოლქებისა და რაიონების მიხედვით. გამოყოფილია და აღწერილია 5 ლანდშაფტური ოლქი, 30 რაიონი და 79 ქვერაიონი.