ნაშრომი მიძღვნილია ნაქალაქარ ურბნისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი ხუროთმოძღვრული ნაგებობებისადმი. მასალა ძირითადად მიეკუთვნება ანტიკურ და ადრეფეოდალურ ხანას, შრომაში წარმოდგენილია: საფორტიფიკაციო, საცხოვრებელი, სამეურნეო და სხვა ხასიათის ნაგებობანი, მოცემულია ქალაქის გამაგრების სისტემების აღდგენილი სახე, ამასთანავე, განხილულია საქალაქო ცხოვრების ზოგიერთი თავისებურება.