ეს წიგნი ენერგეისტული ("ენა ენერგეიაა..“) ენათმეცნიერების თვალსაზრისითაა დაწერილი. იგი ძირითადად ეხმიანება დიდი გერმანელი მოაზროვნის. ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის ფილოსოფიურ იდეებსა და გამონათქვამებს, აგრეთვე, მისი მიმდევრის, ენის თეორეტიკოსისა და გერმანისტის ლეო ვაისგერბერის შეხედულებებს ენის, როგორც „აზრითი შუაფენისა“ და „ენობრივი მსოფლხედვის“ შესახებ.